მარი ჰარფი: ამერიკა ვლადიმერ პუტინის განცხადებას მიესალმება

აშშ მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს და უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივს სცემს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარი ჰარფმა განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს, გამოიყენოს გავლენა უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტებზე, რათა მათ შეწყვიტონ ძალადობა და ჩააბარონ იარაღი. ამასთან, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი პატივს სცემს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და არჩევნების შემდეგ ფორმირებულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები