“დუმილის დღე” უკრაინაში

   უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ე.წ. დუმილის დღე გამოცხდა.ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო “უნიანი” იუწყება.დუმილის დღესთან დაკავშირებით, დღეს ქვეყანაში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს ეკრძალება ნებისმიერი სახის წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის გარე რეკლამა, ამომრჩევლებთან შეხვედრები, მიტინგების გამართავა და სხვა სახის აგიტაცია.ბიულეტენებში სულ დაფიქსრებული იქნება უკრაინის 21 საპრეზიდენტო კანდიდატი. საარჩევნო უბნები ხვალ უკრაინის დროით 8:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 20:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები