მელორ ვაჩნაძე: ჩემს შვილს არ მოშივდეს, თორემ, მოვიპარავ კი არა ყველაფერს ვიზამ

გერმანიაში მყოფი მელორ ვაჩნაძე ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში წერს, იგი გერმანიაში ნამდვილად დააკავეს, რის მიზეზსაც თავად განმარტავს:
„იმდენი თქვენი დედა ვა***ე, ჯერ ნაცებს მიეყიდაო და მილიონები აიღოო…
ახლა დაიჭირეს, 130 ევროს ფეხსაცმელს იპარავდაო.
იქნებ ჩამოყალიბდეთ ბოლოსდაბოლოს?
რაც შეეხება დაკავებას…
მართლა დამაკავეს, ოღონდ კონტროლზე და პასპორტი დამრჩა (ნინის ჩანთაში, რომელიც კაფეში იყო კატოსთან ერთად, ჩემგან 100 მეტრში) მიუხედავად იმისა, რომ ID ბარათი მედო საფულეში, მაინც, ამის გამო, 12; 13; 14; 15 იანვრის დღეები პოლიციაში მაყურყუტეს, არც 100 მეტრში მყოფ ოჯახთან მიმიყვანეს და ნუ, მილიონი დაკითხვა მომიწყეს თითქოს, ვერ გაიგეს ვინ ვიყავი და მეუბნებოდნენ ყველა ქართველი კრიმინალიაო, რის გამოც სულ კაიზერის და ჰიტლერის დედა გავახსენე.
ყოველგვარი დაკავების მიზეზის, ახსნა განმარტების გარეშე გამომიშვეს სასამართლოდან 15 იანვარს, იქ მოსამართლემ კი მითხრა რუსი თარჯიმნის საშუალებით (თუ სწორად მითარგმნა), რომ ნახეს ვინც ვარ უპასპორტობაზე 500 ევროს ჯარიმას მაკისრებს და ორი თვეა ტურისტის სტატუსით ვარ გერმანიაში, მადლობაც მომიხადა, რომ მატარებლის ჯარიმაც კი არ ამომივარდა 2 თვის განმავლობაში და დროა სხვაგან წავიდე. მე განვუცხადე, რომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან პოლიციელებს შეეძლოთ ას მეტრზე გამომყოლოდნენ, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი სადილობდა, იქ ვანახებდი პასპორტს, თან ID ბარათი მქონდა, სამი დღის განმავლობაში არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც ადვოკატი მომიყვანეს, ამიტომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა – ვუთხარი და გავასაჩივრებ-მეთქი… ახლა ველოდები საქართველოში რომ მივა ჩემს მისამართზე განაჩენი ან ჯარიმა რომ გავასაჩივრო, ვინაიდან აქ არ მომცეს და ვერც გავასაჩივრე ჩემი ძალებით. ადვოკატთან ერთად მოდიო და ადვოკატი 1000 ევრო ღირს…
აქვე გეტყვით, რომ მაგ დღებში ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა და საქართველოს მოქალაქეებზე საემიგრაციო ანუ ე.წ. აზული დაკეტა, ვინც ჩაბარებული იყო, ისიც დაადეპორტეს და აღარავის აღარ იღებენ ქართული მოქალაქეობით….
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კი ქართულმა მხარემ დიდი ღალატის და ფარული გარიგებით მოიპოვა, რომ იცოდეთ!!! სანაცვლოდ, საქართველომ გერმანიაში მყოფი 200 000 სირიელი, არაბი თუ სხვა მუსულმანი ლტოლვილის საქართველოში მიღებაზე აიღო ვალდებულება…
P.S. ჩემი დაკავების ინფორმაცია ვერანაირად ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან მე არ მივეცი უფლება გერმანულ მხარეს საქართველოს წარმომადგენლობას რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს ჩემზე და ამის საბუთი მაქვს და ვაქვეყნებ… ახლა თქვენ განსაჯეთ, საიდან იცის ქართულმა მხარემ და თუ იცის, ესე იგი გერმანიამ კანონი დაარღვია!!!
ისე, ჩემს შვილს არ მოშივდეს, თორემ, მოვიპარავ კი არა ყველაფერს ვიზამ!!!
თქვენი დადა ვა***ე, მეტი საქმე არ გაქვთ???“ – წერს მელორ ვაჩნაძე.
შეგახსენებთ, ქართულ მედიაში მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს იგი გერმანიაში, ერთ-ერთ მაღაზიაში 133 ევროს ღირებულების ფეხსაცმლის მოპარვის გამო დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები