ნუკრი ქანთარია: აუცილებლად შევჯერდებით იმაზე, რომ ისეთი მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც საზოგადოების ნდობას იმსახურებენ
გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დეპუტატი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის ჯანსაღი და შინაარსიანი მსჯელობა გაიმართა.
„ერთი რამე უდავოა, მივიდეთ ერთ პოზიციაზე. გუნდის დაშლის ან ვინმეს გარიცხვის ნიშანწყალი აღარ არსებობს. ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით იმაზე, რომ ისეთი მოსამართლეები გავიდნენ, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების ნდობას,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.