„რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გზა დროებით გადაიკეტება
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 25 იანვრის 07:00 საათამდე, კოსტავას ქუჩა, მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ჭოველიძის ქუჩამდე გადაიკეტება.
„დროის ამავე მონაკვეთში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.