მამუკა ბახტაძე არაფორმალურ გარემოში ანგელა მერკელს შეხვდა

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს არაფორმალურ გარემოში შეხვდა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი საქართველო-გერმანიას შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა.
„ჩვენ შარშან ვმასპინძლობდით გერმანიის კანცლერს და ბუნებრივია, ამ კომუნიკაციის დროს საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომელიც განხილული იყო ქალბატონი მერკელის საქართველოში ვიზიტის დროს და ასევე, ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
​მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით. გერმანია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები