მეხიშვილი: კალაძის განცხადება ტაქსის ფასზე, შესაძლოა, მომავალში სალიცენზიო თანხების ზრდას უკავშირდებოდეს

დავით მესხიშვილის განცხადებით, ტაქსით მომსახურების საფასურზე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, შესაძლოა, მომავალში სალიცენზიო თანხების ზრდას უკავშირდებოდეს.
ამის შესახებ მესხიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, „მომავალში ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, რადგან სხვა ქვეყნებს თუ შევადარებთ, საქართველოში დღეს ტაქსის მომსახურება ძალიან იაფია.“
როგორც მესხიშვილი აცხადებს, ტაქსების რეფორმაში პრიორიტეტები სწორად არაა დალაგებული.
„ცუდია, რომ კვლევა არ ჩატარდა და ისე დაიწყო ცვლილებები. საჭირო იყო რეალური კვლევის დადება, იმისთვის, რომ გაგვეგო ნამდვილი პრობლემები რა იყო ტაქსებში. რეფორმა დაიწყო ხალხის მითქმა-მოთქმებზე, ერთი ამბობს გაზის სუნიაო, მეორე ამბობს სანიტარული მდგომარეობა არ მომწონსო, მესამე ამბობს, ტექნიკურად გაუმართავიაო , მეოთხე ამბობს, მძღოლმა ქუჩები არ იცისო და ა.შ. ამ ლიცენზიით გაუგებარია, რა წესრიგდება- მძღოლი იქნება ჯანმრთელი , ქუჩები ეცოდინება? თუ ლიცენზიის შემდეგ დასუფთავებული იქნება მანქანა? ვხედავ, რომ პირველი ვალდებულება რაც აქვთ მძღოლებს- ლიცენზია საჩვენებელ ადგილზე გამოაკრან , ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს. მაშინაც ვამბობდით, რომ კანონის აღსრულების ნაწილში იქნებოდა პრობლემა.
რაც წინა პლანზე წამოვიდა ესაა ტაქსის ფერი . მძღოლებს დაავალეს ისეთი რამ, რომელიც არის ძვირადღირებული, შემდგომ უთხრეს, რო მ თქვენ თუ ამას ვერ იხდით, გადაგიხდით სარეკლამო კომპანია. აქ მივდივართ კარგად მოფიქრებულ სქემასთან . მგონი, 28 იანვრის შემდეგ კარგად გამოჩნდება, რა სქემასთან გვაქვს საქმე, როცა თბილისის მერია 20 წლის ვადით აპირებს გაყიდოს რეკლამა მუნიციპალურ ტრანსპორტზე, მათ შორის ტაქსებზე. ტაქსებზე ფერის შემოღება პირდაპირ რეკლამის გაყიდვას უკავშირდება. ვფიქრობ, რომ პრიორიტეტები სწორად არ არის დალაგებული. ტაქსის ფერი არ არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. პრიორიტეტი იყო უსაფრთხოება. სხვა მოთხოვნებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ეს რეფორმა მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოგვცემს.
ვფიქრობ, ლიცენზიის თანხა გაიზრდება. მერის განცხადებაც, რომ ტაქსით მგზავრობა გაძვიდება – როგორ გაძვრიდება? გაძვირდება იმ შემთხვევაში, თუ რაღაც გადასახადები გაიზრდება ხომ? სხვა შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი რატომ გააძვირებს ამას? კლიენტს კარგავს ამით, სალიცენზიო თანხების ზრდა მოხდება სავარაუდოდ , საბოლოოდ ეს ყველაფერი ბიზნესს უკავშირდება“- განაცხადა მესხიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები