მაია ცქიტიშვილი: საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, გუნდის შიგნით პოზიციების შეჯერებას ემსახურება

ვიცე-პრემიერის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა, გუნდის შიგნით პოზიციების შეჯერებას ემსახურება. მისივე განცხადებით, ეს უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ფორმატია.
„ეს ის აუცილებელი ფორმატია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გუნდის შიგნით მსჯელობას და ეს მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი შეხვედრები უმეტესად წინ უძღვის საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს. არაერთი ასეთი სხდომა გვინახავს, რომელიც ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე დასრულებულა და არც ამჯერადაა სასურველი ზედმეტი მოლოდინის შექმნა. დღევანდელი შეხვედრა, პირველ რიგში, ემსახურება იმას, რომ თუნდაც მწვავე დისკუსიის რეჟიმში, გუნდის შიგნით შეჯერდეს პოზიციები. ეს არ არის სადამსჯელო შეხვედრა, ეს არის აუცილებელი ფორმატი უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები