გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2.2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, 2.2 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდა ხელოვნური ნაგებობები. ასევე, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2018 წლის ივნისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა.
თბილისი-ველი-გაჩიანი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, 2018 წელს, ასევე განხორციელდა არსებული დაზიანებული გზაგამტარის რებილიტაცია, აღნიშნული გზით მოსარგებლეებს უკვე, შეუძლიათ განახლებული გზითა და ხიდით ისარგებლონ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები