იულია ტიმოშენკო: არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ გუშინ გამართულ ტელედებატებზე განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნების მეორე ტური აუცილებლად გაიმართება და ის დემოკრატიული იქნება.
“როგორც წესი, ერთტურიანი არჩევნები მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში ტარდება. მე ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის”, – -განაცხადა ტიმოშენკომ.
ამასთან, ტიმოშენკო გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს უკრაინის ნატოში გაწევიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს.
აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დღეს ორი კანდიდატი ლიდერობს, გამოკითხულთა 44,6% მხარს პიოტრ პოროშენკოს  უჭერს მხარს, ხოლო 8,4% იულია ტიმოშენკოს. უკრაინის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები