თამარ ჩუგოშვილი: უხერხულია მეგობრებო, ძალიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სერგი კაპანაძეს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რეზოლუციის ოთხ ინიციატორს შორის ორი უმრავლესობის დეპუტატია.
„მაგნიტსკის სიაზე პასეს რეზოლუციაში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე შესულ ცვლილებებს საქართველოდან ჰყავს ოთხი ინიციატორი, ორი უმრავლესობიდან, ორი უმცირესობიდან: დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე.
მე პირადად მხარი დავუჭირე კენჭისყრაში.
უხერხულია მეგობრებო, ძალიან!“ – წერს თამარ ჩუგოშვილი
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროსაბჭოში მიმდინარე კენჭისყრაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები