გოჩა ენუქიძე: დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის შესაძლებლობა, რომლითაც შეგვიძლია მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები

ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ, შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შეაფასა.
„დავოსის ეკონომიკური ფორუმი არის შესაძლებლობა, რომლითაც შეგვიძლია მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები, გავაძლიეროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.
ვიმედოვნებ, ეკონომიკური ფორუმი ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ფორუმის ფორმატი გვაძლევს საშუალებას, სწორად წარმოვაჩინოთ ბიზნესისა და საინვეატიციო ბაზრის მიმზიდველობის ასპექტები.
დამატებითი უცხოური ინვესტიციები არის სწორედ ის ფინანსური კაპიტალი, რომლის მოზიდვის შედეგადაც შევძლებთ არსებული რესურსების მაქსიმალურ რეალიზებას.
დარწმუნებული ვარ, პრემიერის მონაწილეობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, დიდწილად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების, გამოწვევებისა და პერსპექტივების რელევანტურ გადაჭრას“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები