საფრანგეთმა და გერმანიამ თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუეელ მარკონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, გერმანიის ქალაქ აახენში თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
აახენის ხელშეკრულება ელისეის 1963 წლის ხელშეკრულებას ეყრდნობა, რომელმაც ხელი შეუწყო გერმანიისა და საფრანგეთის ისტორიულ შერიგებას. დოკუმენტი, რომელსაც შარლ დე გოლმა და კონრადო ადენაუერმა პარიზში, 56 წლის წინ მოაწერეს ხელი, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას მოვალეს ხდიდა რეგულარულად ეწარმოებინათ კონსულტაციები საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ასევე, ახალგაზრდულ და კულტურულ პოლიტიკაზე.
თარგმნა ანა პაპიძემ