პაკისტანში ავარიის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ტელეარხი Geo TV სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
თავდაპირველად, დაუზუსტებელი ცნობით, ინფორმაცია 14-16 გარდაცვლილზე ვრცელდებოდა.
ტელეარხის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ქალაქ კარაჩის საავადმყოფოში იმყოფება. დაღუპულთა ცხედრები ნათესავებმა დნმ-ის ანალიზის შემდეგ, სახლებში გადაასვენეს.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები