ირმა ინაშვილი ლევან ჩხაიძეზე: მთელი დღეა დანგრეული ვარ, ძალიან მტკივა გული

 

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი გარდაცვლილ ჟურნალისტთან ლევან ჩხაიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.

“ბოლოს 29 დეკემბერს შევხვდით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე. თურმე, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. ძალიან, ძალიან, ძალიან მტკივა გული ლევანზე, საშინლად განვიცდი და მთელი დღეა დანგრეული ვარ. ლევანის სახით, თითქოს თავიდან მომიკვდა ჩემი გულიკო გოდოლაძე, გიორგი პოპიაშვილი, საშკა იოსელიანი, საშკა კარაპეტოვი, კუკური ადანაია, დათო ბოლქვაძე, დიანა ციბაძე, მანანა ხვიჩია, გოჩა ჯელია…
დედამიწაზე როგორ გავძლოთ ამ ადამიანების გარეშე, თორემ იქ… იმ განზომილებაში ყველა ერთად ვიქნებით… აქ კი, მიწაზე, ამ ცივ, ხორკლიან მიწაზე ძალიან დიდი სიცარიელე რჩება. ლევან, გამორჩეული იყავი ჩვენთვის, გამორჩეულად დარჩები… ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ,-წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები