ისრაელის საჰაერო თავდასხმა სირიაზე – დაღუპულია 4 სირიელი (ვიდეო)

ისრაელმა ღამით სირიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 4 სირიელი სამხედრო დაიღუპა, კიდევ 6 – დაშავდა. ამასთან, დაზიანდა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ავრცელებს.
ისრაელის განცხადებით, ისრაელმა საჰაერო შეტევა სირიაში ირანულ ობიექტებზე განახორციელა, მათ შორის იარაღის საწყობებზე, დაზვერვის პუნქტებზე, სავარჯიშო ბანაკებსა და საჰაერო თავდაცვის ელემენტებზე. ამასთან, აღნიშნული თავდასმა “დედამიწა-დედამიწა”-ს ტიპის რაკეტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

თარგმნა ანა პაპიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები