მოსკოვის სამხრეთით სამგზავრო ავტობუსი დაიწვა (ვიდეო)

  მეტროსადგურ დომოდედოვსკაიასთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ცეცხლი ავტობუსს მოსკოვის დროით 16:44 საათზე გაუჩნდა. თავდაპირველად სამგზავრო ავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ის გვერდზე მდგომ ავტობუსს, ორ სატვირთო ავტომობილს და სამ სამგზავრო ავტომობილსაც გადაედო.
ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ 40 წუთის შემდგომ მოხერხდა. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. სამართალდამცველი ორგანოები ავტობუსზე ცეცხლის განზრახ გაჩენის ფაქტს გამორიცხავენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=5fUpilF0szc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები