არჩილ თალაკვაძე: ამ რთულ მომენტში, ქალაქის მერი იდგა იქ, სადაც იყო მისი მოვალეობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რთულ მომენტში, ქალაქის მერი იდგა იქ, სადაც მისი მოვალეობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა იყო.
„მშენებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა სწორედ კახა კალაძის და მერიის ინიციატივით გამკაცრდა 1 წლის წინ. ამ რთულ მომენტში, ქალაქის მერი იდგა იქ, სადაც იყო მისი მოვალეობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა. ჩვენ დარგის სპეციალისტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით – ეს ჩვენი ვალდებულებაა. პირველ რიგში, საცხოვრებელ სივრცეში გაზის დეტექტორების მონტაჟი და მისი გამოყენების სტანდარტი უნდა გახდეს საყოველთაო“, – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები