“მანდატურები ხვალიდან სკოლებში საქმიანობას გააგრძელებენ“
მანდატურებთან შესათანხმებელი არაფერი იყო და პრობლემა უბრალოდ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მანდატურებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მანდატურებთან დაკავშირებით შემცირება არ იგეგმება და ისინი ხვალიდან საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.
“ჩვენ ჩვენი საქმით ვართ დაკავებული და მანდატურები ხვალიდან სკოლებში საქმიანობას გააგრძელებენ. ვფიქრობ, შეკითხვები აღარ დარჩა, თუმცა თუ ვინმეს შეკითხვა გაუჩნდება, შესაბამისი პირებისგან პასუხის მიღება შეუძლია“, – განაცხადა სანიკიძემ.