მიხეილ ბატიაშვილი: პედაგოგის ხელფასი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება

აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება.
„აპრილში წარმოვადგენთ გეგმას სისტემით, კვალიფიკაციით და ანაზღაურებით. აპრილის ბოლომდე გვექნება სახელფასო პოლიტიკა, რომელიც წლევანდელი წლიდან დაიწყება და წლების განმავლობაში გაგრძელდება. იმ პედაგოგის ხელფასი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში, 1500 ლარიდან დაიწყება. მაისში წარმოვადგენთ, როგორ მოხდება, რა რაოდენობა იქნება, რომლის განხორციელებაც ამ წლის შემოდგომიდან დაიწყება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები