გეთიას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

თბილისში, გეთიას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. შემთხვევა ბარაკული ტიპის  სახლში მოხდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული, მათ ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს, შესაბამისად, მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.
დამწვარია 15 კვადრატული მეტრის ფართობი.
ფაქტზე მოკვლევა ჩატარდება და გამოწვია თუ არა ხანძარი  ბუნებრივი აირის გაჟონვამ​ სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
შემთხვევა გეთიას ქუჩაზე წუხელ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები