ნატოს ჯარების საზღვართან გაძლიერების გამო რუსეთი საპასუხო ზომებს იღებს

    რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენებმა ევროპაში სამხედრო-პოიტიკური ვითარება დაძაბა. რუსეთს საპასუხო ზომების გატარება უწევს რუსეთის საზღვართან ნატოს შეიარაღებული ფორმირებების გაძლიერების გამო.
მისივე სიტყვებით, დასავლეთის ცალკეულმა ქვეყნებმა ანტირუსული სამხედრო რიტორიკა გააძლიერა.
,,პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიისპირეთში ნატოს შეიარაღებული ძალების მომრავლება შეინიშნება. მათი დაჯგუფებები შეინიშნება ბალტიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აკვატორიებშიც.
რუსეთის საზღვრებთან საომარი და ოპერატიული მზადების ინტენსივობა აღინიშნება. ამ პირობებში ჩვენ უმოქმედოდ ვერ დავრჩებით და იძულებულნი ვართ საპასუხო ზომებია მისაღებად“, – განაცხადა გერასიმოვმა საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც მოსკოვში ჩატარდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნატომ მიიღო ზომები, რასაც ალიანსი მოკავშირეების უსაფრთხოების დაცვით ხსნის. კერძოდ, გაძლიერდა მისიის საჰაერო პატრულირება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თვითმფრინავები, რომლებიც რადიოლოკაციური სისტემებით არიან აღჭურვილნი, პოლონეთის და რუმინეთის ტერიტორიებზე რეგულარულად ფრენენ, ბალტიის და ხმელთაშუა ზღვებში ნატოს გემები შემოიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რუსეთის საზღვრებთან ამერიკის და ნატოს შეიარაღებული ძალების ,,უპრეცედენტოდ“ გაზრდის თაობაზე აცხადებდა, – აღნიშნავს რუსეთის ფედერაციის ყოფილი მდივანი ალექსანდრე გრუშკო და მიიჩნევს, რომ ნატო უკრაინის სიტუაციას ბლოკის წევრი ქვეყნების სამხედრო დანახარჯების გაზრდისთვის იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები