პუტინი – უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომია

    უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, რუსეთს რომ ყირიმი თავის შემადგენლობაში არ მიეღო, იქ გაცილებით დიდი მსხვერპლი იქნებოდა, ვიდრე ოდესაში. პუტინს მიაჩნია, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა და სამოქალაქო ომი დაიწყო.
მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მდგომარეობა იძაბება. ამბოხებულები თავს ესხმიან რეგიონში მყოფ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს – დაპირისპირების შედეგად არის მსხვერპლიც.
დონეცკის ოლქში, კარლოვკის რაიონში სეპარატისტები დონბასის ბატალიონს დაესხნენ თავს – გარდაიცვალა 9 ადამიანი, ბატალიონის დიდი ნაწილი დაჭრილია. სამხედროები სეპარატისტების ალყაში მოექცნენ, ტერორისტებმა მათ წინააღმდეგ სნაიპერები გამოიყენეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბატალიონის ნაწილმა ალყის გარღვევა მოახერხა. შეტაკებები ლუგანსკის ოლქშიც მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები