ვლადიმერ პუტინი: ჩვენ უკრაინის მომავალ პრეზიდენტთან ვითანამშრომლებთ

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება.
“ჩვენ გვესმის და ვხედავთ, რომ უკრაინაში მცხოვრებ ხალხს უკრაინის კრიზისიდან გამოსვლა უნდა, ასევე სიტუაციის საბოლოოდ დაწყნარება გვსურს და უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს პატივს ვცემთ “,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს. მან ასევე დაამატა, რომ მოსკოვი მზად არის, ითანამშრომლობს ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდგომ იქნება არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები