ვლადიმერ პუტინი: ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი “ცივი ომის” პერიოდის გადმონაშთია
რუსეთი თვლის, რომ ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი “ცივი ომის” პერიოდის გადმონაშთი, არასწორი და დესტრუქციული სტრატეგიაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსს “ცივი ომის” პერიოდის გადმონაშთად, არასწორ და დესტრუქციულ სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიად ვთვლით”, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.