სავარაუდოდ, “ღორის გრიპით” გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა – 26 წლის ქალმა რამდენიმე დღის წინ საკეისრო კვეთით იმშობიარა

ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ჯერჯერობით ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. ცნობილია ისიც, რომ ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჰქონდა გრიპი. ვადასტურებ, რომ ამ ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩემი ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ჩემთვის უცნობია ისიც, თუ რის გამო გაურთულდა პაციენტს მდგომარეობა“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები