ნაზი ჯანეზაშვილი: საბჭოს წევრები მიქაუტაძე და გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატები, რადგან ინტერესთა კონფლიქტია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის კანდიდატურები, რადგან მისივე განმარტებით, ეს ინტერესთა კონფლიქტი იქნება.
„ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანისას, პარლამენტმა რამდენიმე პრინციპი უნდა გაითვალისწინოს: პირველი, უპირობოდ უნდა გამოცხადდეს კონკურსი; მეორე, აუცილებელია, შეიქმნას ფილტრი, ვიდრე იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატურებს შეარჩევს; მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტები. მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი არ უნდა იყვნენ კანდიდატურები, რადგან ისინი არიან საბჭოს წევრები, აქ არის ინტერესთა კონფლიქტი. მდივანი თავის თავს არ უნდა ასახელებდეს კანდიდატურად“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
შეგახსნებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის ექნება უკუძალა და წარდგენილი იქნება ახალი სია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები