რამაზ საყვარელიძე: ახალი კრიტერიუმების შემუშავებით, ფაქტობრივად, იგულისხმება ისიც, რომ მოსამართლეთა სია იქნება სხვა

0

“ნაბიჯი უდავოდ გადადგმულია საზოგადოების ინტერესების მიმართულებით”, – ასე შეაფასა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმების შემუშავებას ეხება. მისივე თქმით, მომავალი სია დაცული უნდა იყოს ისეთი მოსამართლეებისგან, რომლებსაც დანაშაულის ტოლფასი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული.
“ამ ნაბიჯში ფაქტობრივად, იგულისხმება ისიც რომ მოსამართლეთა სია იქნება სხვა. სხვა ქვეყნებში სამ თვეზე მეტი ჯერ მარტო მოსამართლის ბიოგრაფიას სწავლობენ, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კრიტერიუმები შემუშავდება, თუმცა ყველაფრის ჩაწერა შესაძლოა, საჭირო არც იყოს, რადგან მოსამართლის ფასი მის შინაგან სამართლიანობაშია. პრეტენზია იმ სიის მიმართ ის იყო, რომ იქ მოხსენიებულ მოსამართლეებს დანაშაულის ტოლფასი გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული, სხვა ხელისუფლების პირობებში. ახალმა კრიტერიუმებმა ასეთი ტიპის მოსამართლეებისგან უნდა დაიცვას მომავალი სია”,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსნებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის ექნება უკუძალა და წარდგენილი იქნება ახალი სია.

კომენტარები

კომენტარი