მარინა დარახველიძე: თბილისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

,,თბილისში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და ეს მაჩვენებელი დღეში 550-ს გაუტოლდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დარახველიძის განმარტებით, რეგიონებში 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
„მუდმივად ვაკვირდებით ვითარებას სტაციონარებში. ასევე, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. რეგიონებში 6 იანვარს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ახლა დღეში დაახლოებით 600-მდეა შემცირებული, თბილისში იგივე მაჩვენებელი 550-მდეა. გაზრდილია ამბულატორიებში მიმართვიანობა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა სწორი მიმართულებით მიდის და დაავადების პირველივე სიმპტომებზე მიმართავს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას“, – განაცხადა მარინა დარახველიძემ.
რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, დაწყებულია შესყიდვის პროცედურები, შეკვეთილია 3 000 დოზა ვაქცინა და ის უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები