ამირან სალუქვაძე დარგის სპეციალისტებს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებისკენ მოუწოდებს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე უზენაესი მოსამართლეების სიის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, დროულად უნდა შემუშავდეს ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ან დაინიშნება ან არა უვადო მოსამართლედ.
“შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები იქნება წარმოდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა”, – ჩემთვის ეს მიდგომა მისაღებია, ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც. ანუ, ახალი კრიტერიუმებით, რომლებსაც შეიმუშავებენ, ზოგი კანდიდატი (უვადოდ დასანიშნი მოსამართლე) ან გაივლის ან ვერ გაივლის, ინდივიდუალურად და არა სიით. დაველოდოთ. როგორც გუშინ დავწერე, ვინც ამ დარგის სპეციალისტები ხართ, შეიმუშავეთ დროულად კრიტერიუმები და მიაწოდეთ პარლამენტს და სამუშაო ჯგუფს”,- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები