“კარგია, რომ უვადო მოსამართლეების საკითხზე პროცესი დაიწყო და ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხა”

ექსპერტი გია ხუხაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ უზენაესი მოსამართლეების უვადო გამწესების საკითხზე ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნას უპასუხა და შემუშავდება ახალი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან შესაბამისი კანდიდატურები. ​მისივე თქმით, როგორი იქნება შედეგი, ამას მომავალში ვნახავთ.
“კარგია, რომ პროცესი დაიწყო და ხელისუფლებამ საზოგადოების მოთხოვნებს უპასუხა, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. პარლამენტის თავმჯდომარისგან რაც მოვისმინეთ, ზოგადი განცხადებაა, კონკრეტიკას რომ ვნახავთ, ამაზე მსჯელობა სჯობს, შემდეგ გავაგრძელოთ. თავისთავად, ცალსახად კარგია, რომ პროცესი ამასთან დაკავშირებით დაიწყო. მოგვიანებით კი როგორი შედეგის მომტანი იქნება, დაველოდოთ”,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსნებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის ექნება უკუძალა და წარდგენილი იქნება ახალი სია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები