23 წლის ლუკას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვევს – მას საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება 

რამდენიმე თვის წინ, ჩერნოვეცკის ფონდმა გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია, ლუკა ალიბეგაშვილის მხარდასაჭერად. მისი ტრაგედია უამრავმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა. საქველმოქმედო აქციის დროს, რომელშიც მონაწილეობა 800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო,  10 712 ლარი შეგროვდა!

როგორც “კვირას” ჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს, 2018 წლის ოქტომბერში, 23 წლის ლუკას მძიმე დიაგნოზი დაუდგინეს – ლეიკემია. ეს ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა მისი ოჯახისთვის, მაგრამ სასოწარკვეთაში ჩავარდნის დრო არ იყო. ლუკამ დაიწყო რთული და ხანგრძლივი ბრძოლა სიცოცხლისთვის.
“ამჟამად იგი იმყოფება თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას  ზურგის ტვინის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებენ. ჩვენ დავუკავშირდით ტელეფონით ლუკას დას, რომელმაც გვთხოვა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა. ჩერნოვეცკის ფონდმა კლინიკას, მედიკამენტების შესაძენად, 2 096 დოლარი გადაურიცხა .

ლუკას და დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ძმის ტრაგედია გულთან ახლოს მიიტანა და ფინანსურად დაეხმარა.
ჩერნოვეცკის ფონდი მადლობას მოახსენებს ყველა ქველმოქმედს! მეგობრებო, გარდა მატერიალური დახმარებისა, ლუკამ მიიღო თქვენგან სულიერი მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მას დაუბრუნდა მომავლის რწმენა და ბრძოლის უნარი! ლუკასთვის დახმარების შეგროვება გრძელდება!
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ალიბეგაშვილი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ასევე ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/374-alibegashvili/”, – აღნიშნულია ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები