ირაკლი კობახიძე ხვალ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვალ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს შეხვდება.
როგორც „კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა პარლამენტში 10:30 საათზეა დანიშნული.

შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წარუდგინა, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები