ჰერალდიკის საბჭო სახელმწიფო დროშის აღმართვისა და გამოფენის წესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო არასაჯარო დაწესებულებებს, რომლებსაც სხვა დროშებთან ერთად უკვე აღმართული აქვთ ან სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით 14 იანვარს სურვილი გამოთქვეს საკუთარ ფასადებზე გადმოფინონ ან შენობის წინ ფლაგშტოკებზე აღმართონ სახელმწიფო დროშები, სახელმწიფო დროშის აღმართვისა და გამოფენის წესებს შეახსენებს.
„რადგან სახელმწიფო დროშის დღესთან, 14 იანვართან დაკავშირებით მოქალაქეების გარდა სხვადასხვა ორგანიზაციებმაც გამოთქვეს სურვილი აღამართონ და გამოფინონ სახელმწიფო დროშა, არასაჯარო დაწესებულებებს გთავაზობთ, გაეცნოთ სახელმწიფო სიმბოლოების გამოსახვის აღმართვისა და გამოფენის წესებს. ამისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულს: http://heraldika.ge/uploads/gamosaxvis_wesebi.pdf ამასთან შეგახსენებთ, რომ აღნიშნული წესების დაცვა მოქალაქეების მხრიდან სასურველოა, თუმცა არა სავალდებულო. სახელმწიფო დროშა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის და სულისკვეთების სიმბოლოა და გაიგივებულია სამშობლოსთან, პიროვნების მოქალაქეობრივ ღირსებასთან, ამიტომაც ენიჭება ამდენად დიდი მნიშვნელობა მისი ღირსი პატივით გამოფენისა და აღმართვის წესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები