ინდონეზიაში 2018 წლის მანძილზე 11,5 ათასზე მეტი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში 2018 წელს მიწისძვრათა სიხშირე წინა წლებთან შედარებით, გაცილებით გაიზარდა და 11,5 ათასს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ანტარა”, ადგილობრივ მეტეოროლოგიურ ცენტრ BMKG-ზე დაყრდნობით, ავრცელებს.
BMKG-ის მონაცემებით, 2017 წელს 7172 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, ხოლო 2018-ში 11577 სხვადასხვა მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.