მოსკოვში ჰიპერმარკეტიდან 400 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს

მოსკოვში, დღეს ჰიპერმარკეტების ქსელ “ლერუა მერლენის” ერთ-ერთი ფილიალიდან 400 ადამიანის ევაკუაცია იმ მიზეზით მოხდა, რომ მაღაზიის ქვეშ განთავსებულ ავტოსადგომზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“ინციდენტი “ლერუა მერლენის” პარკინგზე მოხდა. ცეცხლი მსუბუქ მანქანას გაუჩნდა და ხანძრის ლიკვიდირება ცეცხლმაქრებით მოხდა”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები