სალომე ზურაბიშვილი ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებაზე: ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცილისწამებისთვის კანონის გამკაცრებაზე მსჯელობის დაწყება აუცილებელია.
შესაბამისი განცხადება ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის საკითხი საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან ერთად განიხილოს.
“როგორც თქვენ იცით ახალი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს მოსაზრების, მორალური ინიციატივის, რომელიმე თემის აწევის ან ამ თემაზე კანონმდებლისთვის, მთავრობისთვის ან საზოგადოებისთვს მიმართვის უფლება არ აქვს. ეს არის ისეთი თემა, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. საჭიროა ამის დაწყნარება. ამავე დროს მე ძალიან კარგად მესმის და აუცილებელია დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი დაპირისპირებაშია მოყვანილი. მაგრამ არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. კერძოდ, ასეთი კანონი მიიღო საფრანგეთმა საარჩევნო პერიოდში, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა, რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც ადამიანის მთავარ უფლებებთან, რომლებიც ადამიანების უფლებების დეკლარაციაშია ასახული. ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ გვაქვს რაიმე მზა ტექსტი ცხადია, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ -პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად ვარ საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობოებთან ამ თემაზე გვქონდეს დისკუსიები და შემდგომში ეს გამოვიყენოთ საკანონმდებლო ორგანოსთან დისკუსიებში როცა ამ საკითხის განხილვა იქნება”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები