დონალდ ტრამპი: კვალიფიციური უცხოელები აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ყოფნა ამერიკაში მალე გამარტივდება, რაც მათ ხელს შეუწყობს, მიიღონ ამერიკული მოქალაქეობა.
“H1-B ვიზის მფლობელები (მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ვიზები) დარწმუნებულები უნდა იყოთ, რომ მომავალში ცვლილებები გაამარტივებენ და განამტკიცებენ თქვენს ყოფნას ამერიკაში. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზრდება მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა”, – წერს ტრამპი “ტვირეტზე”.