დიმიტრი ხუნდაძე: „ტამიფლუ” უფასო გახდება მათთვისაც, ვისთვისაც აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო

პარლამენტის უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება:
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „ა” ტიპის ვირუსის გავრცელების ხარისხობრივი მაჩვენებელი არ იძლევა იმის საფრთხეს, რომ ქვეყანაში ეპიდემია გავრცელდება და მით უმეტეს შემცირდა ვირუსით დაავადებულთა მაჩვენებელი როგორც ლაბორატორიული, ისე კლინიკური დადასტურების საფუძველზე, მაინც საყურადღებოა.
პრემიერის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. „ტამიფლუ”, მისი მაღალი ღირებულების მიუხედავად, იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც აბსოლუტურად უფასო გახდება, რომელთათვისაც აქამდე ხელმიუწვდომელი იყო ეს პრეპარატი. საჭიროების შემთხვევაში, და ამას გადაწყვეტს ექიმი, პრაქტიკულად ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს „ტამიფლუს”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები