სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელსაც ვაკეში ავარია შეემთხვა, გირაო შეეფარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეს, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, შარდენ ონიანს 5000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება, საქალაქო სასამართლომ მიიღო. ცნობისათვის, მძღოლს ბრალი ოფიციალურად 10 იანვარს წარედგინა. პროკურატურა მას სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ ტრაგედია თბილისში 9 იანვარს, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი გარდაიცვალა 12 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები