საქართველოში გამოვლენილი H1N1 ვირუსის გამო, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვრები ჩაკეტა

საქართველოში გამოვლენილი H1N1 ვირუსის გამო, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი ჩაკეტა.
დეფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკიმ განაცხადა, რომ აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.
​ცნობისთვის, საქართველოში H1N1 ვირუსით ამ დროისთვის, გარდაცვალების 13 ფაქტია დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები