გია ვოლსკი: „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ მოტივს გამოვრიცხავ

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ის რომ ოპონენტი იყოს მსგავს რამეს არ იტყოდა.
„მე რომ ვიყო ოპონენტი, ასეთ სისულელეს არ ვიტყოდი, რომ არსებობს შესაძლებლობა, ამხელა საფინანსო ინსტიტუტს, ამდენი მოწილით, რომელსაც საექსპერტო საზოგადოება და ჟურნალისტები აკვირდებიან, შეიძლება, პოლიტიკური მოტივით შარი მოსდო. ეს შეუძლებელია, ვინმეს ამის სურვილიც რომ ქონდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკის“ აქტივობებში იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები