ლენტეხი-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ლენტეხი-ბავარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ8-კმ24 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ1-კმ8 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია“,- აცხადებენ დეპარტამენტში.