„თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ფოტო: მინდია გაბაძე

ჰიპერმარკეტ „თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადის დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს, უსაფრთხოების მიზნით, მომხმარებელთა ევაკუაცია მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა თბილისის შემოსასვლელში „კარფური“ იწვის, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები