ინდოეთში შახტის ჩამონგრევის შედეგად, 2 მუშა დაიღუპა
ინდოეთის შტატ მეგჰალაიაში ქვანახშირის მომპოვებელი შახტის ჩამონგრევის შედეგად, 2 მუშა დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “NDTV” პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ, გვიან საღამოს, შტატის აღმოსავლეთ მხარეს მოხდა.
რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ნახშირს შახტაში უკანონოდ მოიპოვებდა, რა დროსაც შახტის ნაწილი ჩამოინგრა. ინციდენტის შესახებ პოლიციას ერთ-ერთი მეშახტის ნათესავმა ამცნო, რომელმაც სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მისი ნათესავი სახლში არ დაბრუნებულა.
ამ დროისთვის მაშველებმა შახტიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოასვენეს.