ავღანეთში თალიბებთან შეტაკებისას 13 სამხედრო და პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთში, ბაგდის პროვინციაში რადიკალურ მოძრაობა “თალიბებთან” შეტაკებისას, სულ მცირე, 13 სამხედრო პირი და პოლიციელი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი “1TV”, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს.
როგორც ცნობილია, რადიკალები პოლიციას და სამხედრო შტაბებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 10 პოლიციელი და სამი სამხედრო დაიღუპა.
ამასთან, ტელეარხის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად, 15 თალიბია ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები