ავღანეთში მეწყერმა 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავღანეთის პროვინცია ბადახშანში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ოქროს მომპოვებელი შახტის, დაახლოებით, 40 თანამშრომელი დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები