უზბეკეთში მატარებელმა მოზარდი ბიჭი გაიტანა

უზბეკეთში სამგზავრო მატარებელმა მოზარდი გაიტანა, რომელიც ლიანდაგებზე ყურსასმენებით მიდიოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უზბეკეთის შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იტყობინება.
უწყების ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელმა სარატოვი-ურგენჩი-ტაშკენტი რკინიგზის სადგურ ნუკუსას რაიონში 2002 წელს დაბადებული მოზარდი გაიტანა. ბიჭი ადგილზე დაიღუპა.
“ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებზე ყურსასმენებით მიდიოდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს”, – იუწყება უზბეკეთის შსს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები