სტამბოლში უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების ცერემონია გაიმართა

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
ტომოსის გადაცემის შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ და უკრაინის ეკლესიის მეთაურმა, ეპიფანემ სიტყვით მიმართეს​.
ტომოსის გადაცემის ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. მან უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის გადაცემას ისტორიული მოვლენა უწოდა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. 7 იანვარს ტომოსს კიევში, წმინდა სოფიოს სახელობის ტაძარში გამოფენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები