ტაილანდის სამხრეთით ტროპიკული შტორმი “პაბუკი” მძვინვარებს, რომელმაც ძლიერი წვიმები და ქარი განაპირობა. 30 წლის განმავლობაში ის შესაძლოა რეგიონში ყველაზე მძლავრი შტორმი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას ВВС-ის ონლაინ გამოცემა ავრცელებს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, შტორმი ნაკხონსიტხამარატის პროვინციასაც მიაღწევს.
როგორც ცნობილია, უამინდობა ტაილანდის გავლით, სამხრეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ყველა პოპულარულ ტურისტულ ადგილს შეეხება. კერძოდ კი კუნძულებს სამუის, ტაუსა და პხანგას. ეს ადგილები უკვე ასობით ტურისტმა დატოვა.